საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მედიის და უმცირესობების დაცვის ვალდებულება უნდა აიღოს.
მისი თქმით, დიპლომატებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდათ.
"დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.
განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა" - აცხადებს ელჩი.