28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
საკვანძო საკითხს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების, ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის საკითხი - ერგნეთში 101-ე შეხვედრა იმართება

ერგნეთში, ამ წუთებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 101-ე შეხვედრა იმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს.

"საკვანძო საკითხს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების, ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის საკითხი, რათა ისინი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ასევე, საუბარი შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მათ შორის, აქტიურ ფაზაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

დღის ამბები