28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
დელტას 72 შემთხვევა და შევსებული პედიატრიული საწოლები - სპეციალისტები ბავშვებში მძიმე შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გასული 2-3 დღის მანძილზე, პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გახდა საჭირო. გაბუნიას თქმით, ამის მიზეზი ბავშვებში ინფექციის გაზრდილი მაჩვენებელია. 

"გასული 2-3 დღის მანძილზე, ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება დაგვჭირდა, რაც ბავშვებში ინფექციის გაზრდის მაღალ მაჩვენებელზე. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის დროს, პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით, რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში კი მთავარი გადაწყვეტა ვაქცინაციაა

კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში საყურადღებოა, თბილისში მობილიზებული 200 საწოლი უკვე სრულად შეივსო, რადგან ბოლო 1 კვირაში ბავშვების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

საქართველოში დელტა შტამის უკვე 72 დადასტურებული შემთხვევაა და რისკი იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება, "- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები