28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს" - "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს 

პოლიციამ "ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. 

აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.  
 
ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი. 
 
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
დღის ამბები