28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"ხომ არ გგონიათ ამ კითხვას გავურბივარ? მესამედ დამიტრიალეთ" - აპირებს, თუ არა "ოცნება" მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას

ვისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს "ქართული ოცნება" 53 ჟურნალისტის მიმართ, 5 ივლისს მიზანიმართულ ნადირობაზე? - "პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ღამის კურიერში" ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. 

"20 ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დადგა. ნებისმიერი მცირე შანსიც კი, მტკიცებულების სტანდარტის შესაბამისად. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლების წილია ზოგადად რაც ხდება, ყველაფერზე შეიძლება დააკისრო ხელისუფლებას. ახლა სადღაც რაღაც რომ ხდება ამ წუთში, ამაზე შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რეალური მიზეშედეგობრიობით თუ ვიმსჯელებთ, უნდა დადგეს იმ ხალხის, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავს,"- განაცხადა "რამის კურიერში" მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, - აპირებს, თუ არა "ქართული ოცნება" მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მდინარაძე აცხადებს, რომ არა. 

"მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა როგორ უნდა დადგეს იმაზე, რაც მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის არეალში შეიძლება ვერ შედიოდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ძალიან ბევრ პარტნიორ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, რომელიც სხვათა შორის საათივით აწყობილი სისტემები აქვს, მათ შორის პოლიციური სისტემაც კი, იქაც კი ასეთი ინციდენტები დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში გრძელდება და ამის ლოკალიზება ჭირს, "- აღნიშნა მდინარაძემ

ინტერვიუს დროს, გადაცემის წამყვანმა მამუკა მდინარაძეს კიდევ შეახსენა კითხვა - აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას "ქართული ოცნება" აპირებს?

"თქვენ ხომ არ გგონიათ გავურბივარ მე ამ კითხვას? მესამედ დამიტრიალეთ, რაღაც პასუხს, რომ გცემთ არ გაკმაყოფილებთ და კიდევ მიმეორებთ. იცით რას აპირებს "ქართული ოცნება"? ოპოზიციას პარლამენტში დაბარებული ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, მოვა რა თქმა უნდა შს მინისტრი, ილაპარაკებს კიდევ უფრო დეტალურად ვიდრე სამინისტროს ბრიფინგზე იყო საუბარი და იქ უკვე გამოჩნდება, თუ ობიექტური დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ იქ რაღაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, როცა სრულყოფილი და ვრცელი ინფორმაცია იქნება, მაშინ ამაზე ვილაპარაკოთ,"- განაცხადა "ღამის კურიერში" მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები