28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
​გვილაგდება რუსული სცენარი და ცდილობენ შეტენონ ხელისუფლებას - მამუკა მდინარაძის თქმით, პუტინი აფინანსებს ლგბტ თემს და რადიკალებს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ღამის კურიერში" აფასებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რომელი უმცირესობაც არ უნდა იყოს, მათ მიმართ სახელმწიფო ტოლერანტულია.  

"ყველას მიმართ, რომელი უმცირესობაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ამას, ჩვენ ვართ ტოლერანტულები, მაგრამ როდესაც ვიცით, რომ პროვოკაციული მიზნებია, როდესაც პუტინის მსგავსი რაღაც სქემები ლაგდება. პუტინი რასაც აკეთებს, ხომ ვიცით ყველამ? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი და აფინანსებს რადიკალებსაც.

ეს არის პუტინის მეთოდები, რომ ერთი მხრივაც ხელი შეუწყოს, ისინი საბოლოოდ არ ჩაკვდნენ ასე ვთქვათ და მეორე მხრივაც, ვიღაცამ არ ჩაკლას სხვა იდეა ვითომ კონსერვატიული. ეს უნდა დაგვილაგდეს საქართველოში? ამისკენ მივდივართ ჩვენ? სადაც ტოლერანტული განწყობაა რეალურად და ეს არის მათ შორის ტრადიციაც. ჩვენ ახლა პუტინის მსგავსი სვლები უნდა დაგვილაგდეს დაფაზე... 

ჩვენ გვილაგდება საქართველოში რუსული სცენარი და ევროპული ეგიდით და დეკლარირებითგვილაგდება რუსული სცენარი და ამას ცდილობენ, რომ შეტენონ ხელისუფლებას," - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები