28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ჟურნალისტებთან დაჯახება მთელ ნაციასთან დაჯახებაა, პასუხისმგებლობა არის ყველა ადამიანზე, მათ შორის სასულიერო პირებზე - მამა ზაზა აქციაზე მივიდა

"ლექსოსთვის" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე 3 საათია მიმდინარეობს. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ახლა პარლამენტის წინ არიან შეკრებილები და მთავრობის მეთაურის გადადგომას მოითხოვენ.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება მამა ზაზა. რომელიც ამბობს, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ადამიანს, მათ შორის სასულიერო პირებს.

"ჟურნალისტებთან დაჯახება არის მთელ ნაციასთან დაჯახება. იმიტომ, რომ ცნობიერად, ესენი უზრუნველყოფენ ადამიანებს, რომ ხედავდნენ სამყაროს რაც შეიძლება გამჭვირვალედ და სწორი მიმართულებით. პასუხისმგებლობა არის ყველა ადამიანზე, მათ შორის სასულიერო პირებზე, იმიტომ, რომ სასულიერო პირებს დიდი ზეგავლენა აქვთ ადამიანებზე და ამას უნდა გათვალისწინება," - ამბობს მამა ზაზა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება ტერორისტის და მოძალადის იარლიყს უკვე ვეღარ ჩამოიშორებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს იმ დრომდე გამართავენ, სანამ "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაში დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, ასევე არ შესრულდება აქციის პოლიტიკური მოთხოვნები.

დღის ამბები