28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
"როგორც უნდათ ისე წარმართონ საქმე, ცვლის რამეს ეს? არ იყო მასზე ძალადობა?" - ლექსო ლაშქარავას დეიდა

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ოჯახის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ პროცესები ობიექტურად წარიმართება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

"ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, ნათელი მოეფინოს ყველაფერს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ დედა იყო წინააღმდეგი, რომ მას არ უნდოდა, ჩვენ ყველა ექიმები ვართ და ვიცით, რაც ხდება ექსპერტიზის დროს. "ტვ პირველმა" კერძო ექსპერტი, ბატონი გეჯაძეც ჩართო და ის არ შეუშვიათ. თუ ექსპერტიზის დაწყება იყო, მაშინ ერთად უნდა შესულიყვნენ.

კიდევ მჯერა, რომ დაიდება ზუსტი დასკვნა, ნამდვილად მჯერა, მაგრამ რამეს ცვლის ეს? როგორც უნდათ, ისე წარმართონ საქმე, ცვლის რამეს? არ იყო ლექსო დაშავებული? არ იყო მასზე ძალადობა მოხდენილი?" - აცხადებს ლექსო ლაშქარავას დეიდა.

შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გუშინ, გვიან ღამით, გადაასვენეს. 

დღის ამბები