28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - აქციის მონაწილეები მსვლელობით კანცელარიის შენობისკენ მიემართებიან.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქციას მართავდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

მედიის წარმომადგენლები მთავრობას მოთხოვნების შესასრულებლად დროს ხვალ შუადღემდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამთავრობო შენობების პიკეტირებას აანონსებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები