28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება" - ვახო სანაიას თქმით, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ვადას ხვალ დილამდე აძლევენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დაიწყო. ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ხვალ დილამდე აქვს ვადა, ხვალ დილით კი უნდა გადადგეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის დღეიდან პრემიერ-მინისტრი. 

"ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის," - განაცხადა ვახო სანაიამ. 

დღის ამბები