ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს და "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი ყველა დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვენ და ჟურნალისტებზე ძალადობას აპროტესტებენ.
ზუგდიდში, "ქართული ოცნების" ოფისთან, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე პოლიციის კორდონი დახვდათ. ისინი 5-6 ივლისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ასევე აქციის მონაწილეები შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
აქცია ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.