შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, შესაძლოა, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდებოდეს.
"პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, მოპედის საშუალებით, მათ შორის იყოს საბურთალოს რაიონი, ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ 2-ჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინსწრებად გარკვეული ვერსიების გაჟღერების შთაბეჭდილება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ახლაც მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. არ იქნება სწორი და პროფესიონალური, რომ გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება. ექსპერტიზაში ასევე ჩართულია ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი. ექსპერტიზა ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების უშუალო მიზეზებს, ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ სხვა შესაძლო შედეგებს," - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.