28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"გადადგეს მკვლელი მთავრობა"- "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები კანცელარიასთან აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც დღეს აქციაა დაგეგმილი, პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

ისინი 17:00 საათზე საერთო განცხადების გაკეთებას აპირებენ, ხოლო შემდგომ რუსთაველზე 18:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ასევე ბევრი პოლიციელია მობილიზებული.

აქციის ორგანიზატორის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ერთობლივი სპეცოპერაციით ახალგაზრდა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეიწირეს. მათი განცხადებით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, მოძალადე ჯგუფებს სწორედ პრემიერმა აუნთო მწვანე შუქი.

ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები