28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"ჯერჯერობით, გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის" - ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზაში დამოუკიდებელ ექსპერტად ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესთავაზა. "ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

"ამ ეტაპზე, გამოძიების მხრიდან ოფიციალური წერილი ჩემი მონაწილეობის დაშვების თაობაზე ამ ექსპერტიზაში, მიღებული არ აქვთ.

ჯერჯერობით, გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის.

შევისწავლით ავადმყოფობის ისტორიის დედნის მონაცემებს, სადაც მკურნალობდა აწ გარდაცვლილი, შევადარებთ გვამის გამოკვლევის დროს ნანახ მაკროსკოპიულ ცვლილებებს და შემდეგ ვიმსჯელებთ არა კატეგორიულ ფორმატში, რადგან ლაბორატორიული გამოკვლევები იქნება საჭირო, თუ რამ განაპირობა ახალგაზრდა ჟურნალისტის სიკვდილი," - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე. 

დღის ამბები