28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ერთი ადამიანიც კი მომიყვანეთ რომელიც იტყვის, რომ 2012 წლამდე არსებული სასამართლო უკეთესია ვიდრე დღევანდელი - გიორგი ამილახვარი 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ სასამართლო სისტემას და დღევანდელ სასამართლოს ადარებს. 

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ 2012 წლამდე არსებული სასამართლო დღევანდელს რაიმე ფორმით ჯობს. 

"ერთი ადამიანიც კი მომიყვანეთ, გარდა პირდაპირ დაინტერესებული პოლიტიკური პარტიებისა, ოპოზიციას ვგულისხმობ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელიც იტყვის, რომ 2012 წლამდე არსებული სასამართლო რაიმე ფორმით, ნებისმიერ არგუმენტი დაასახელოს, უკეთესია, ვიდრე დღევანდელი სასამართლო.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, 2012 წელს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირი მოწოდება იყო, რასაც ცხადია ჩვენ დავმორჩილდით, რომ არ მომხდარიყო ამ მოსამართლეების, ყველას სახლში გაშვება, რომლებიც 2004 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა და დაწყებულიყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. რომელსაც ქართული ოცნება ცხადია, დათანხმდა. შესაბამისად, ჩვენ არ გვახსენდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი გულანთებული კრიტიკა 2012 წლამდე იმ სასამართლო სისტემის და ახლა აპოკალიფსურ სურათსაც ხატავენ, კარგად ვხედავთ," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 

 

 

დღის ამბები