28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
სად არის მოსალოდნელი ყველაზე ძლიერი სიცხე ხვალ საქართველოში - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

ხვალინდელი ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:

ბათუმში 26 გრადუსი იქნება. 

ფოთში კი 27 გრადუსი სითბო.

+28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.

ზუგდიდში ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება.

+26 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.

31 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.

ლენტეხსა და ცაგერში +26, ამბროლაურში კი +25 გრადუსია მოსალოდნელი.

22 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.

გორში 24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

+24 გრადუსი იქნება თბილისშიც. რუსთავში 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

22 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.

სიღნაღში +21, ხოლო ყვარელში +24 გრადუსია ნავარაუდევი.

დღის ამბები