28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"დელტა" შტამი და კოვიდის საგანგაშო სტატისტიკა ჩვილებში - დაიწყება თუ არა ბავშვთა ვაქცინაცია  საქართველოში

ი. ციციშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული 3 ახალშობილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილი ინდური შტამით არის ინფიცირებული - ვირუსის "დელტა" ვარიანტი "ლუგარში" ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ანალიზმა გამოავლინა. ორ თვემდე პატარას ციციშვილის კლინიკაში მკურნალობენ. ბავშვი სუნთქვის უკმარისობითა და ორმხრივი პნევმონიით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამავე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე კიდევ ორი ახალშობილი იმყოფება. ინდურმა შტამმა საშიშროების წინაშე ბავშვებთან ერთად მოზარდებიც დააყენა. მუტირებული ვირუსის საფრთხეები საქართველოში სხვა ქვეყნებზე დაყრდნობით განსაზღვრეს. შტამი თავის და ყელის ძლიერ ტკივილთან ერთად, მაღალი ტემპერატურითა და სურდოთიც ხასიათდება.

სავარაუდო ინდური შტამით როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს მკურნალობენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც, იქ, სადაც ახალი პაციენტებისთვის ადგილი უკვე რამდენიმე დღეა, აღარ აქვთ.

"დელტა" შტამი კლინიკურად ვირუსის სხვა მუტირებულ ფორმებთან შედარებით უფრო მძიმედ ვითარდება. COVID-19-ის ბავშვებში გადადების მთავარ წყაროდ მედიკოსები ოჯახის წევრებს ასახელებენ. შესაბამისად, ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციად სპეციალისტები მშობლების ორჯერადად აცრას ასახელებენ.

ვირუსის ამ შტამმა თავდაპირველად ინდოეთშიც პედიატრიული განყოფილებიდან იფეთქა. მსოფლიოში ამ გამოწვევისთვის რამდენიმე გზას ერთდროულად ეძებენ. კომპანია pfizer-მა კი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოს ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით უკვე მიმართა. 

დღის ამბები