28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
რუმინეთი საქართველოს AstaZeneka-ს 10 000 დოზას ჩუქნის

რუმინეთი საქართველოს AstaZeneka-ს 10 000 დოზას ჩუქნის. გადაწყვეტილება პარტნიორმა სახელმწიფომ საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საპასუხიოდ მიიღო.

არ კონკრეტდება ვაქცინის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა "კურიერთან" საუბრისას, რუმინელმა ელჩმა, რაზვან როტუნდუმ აღნიშნა, რომ ტექნიკურ დეტალებზე დიდი დრო არ დაიკარგება.

მხარე მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სამომავლოდაც მიაწოდოს თბილისს ინექციები. ბუქარესტმა მსგავსი დახმარება საქართველოსთან ერთად უკრაინასა და მოლდოვასაც გაუწია.

"გუშინ რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება და AstaZeneka-ს 10 000 დოზა მალე თბილისში ჩამოვა. ჩვენ მხოლოდ ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმება დაგვრჩა და რუმინეთი თავის მხრივ უზრუნველყოფს ვაქცინის ტრანსპორტირებას საქართველოში. თუ საქართველო სამომავლოდაც მოგვმართავს დახმარების თხოვნით, რა თქმა უნდა ამას გავაგრძელებთ. იმედია კოვიდს მალე უკან ჩამოვიტოვებთ,"- აცხადებს  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ.

დღის ამბები