28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
დემოკრატიულ სახელმწიფოში უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - თინათინ ბოკუჩავა 5-6 ივლისის მოვლენებზე 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ, "ღამის კურიერის" ეთერში, 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ასეთ დროს, დემოკრატიულ სახელმწიფოში, უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქოს როლზე, ამ დღეებში დიდი მსჯელობა მიმდინარეობს. საუბარია იმაზე, თუ ვის რა წილი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს 5-6 ივლისის მოვლენებში. შემზარავი კადრები იყო და გავეშებული ბრბო დასდევდა ჟურნალისტებს, სამიზნედ ირჩევდა მათ და შემდეგ, ძალისმიერი მეთოდებით უსწორდებოდნენ. 

უმნიშვნელოვანესია ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში უმთავრესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ისინი იყვნენ ვალდებულები ადამიანებს უფლებები დაეცვათ იმ დღეებში. "ქართულმა ოცნებამ" მართვადი ქაოსის სცენები დადგა, თითქოსდა ამ ძალადობრივ ჯგუფებს ვერ აკავებდნენ,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები