28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ეკლესიის მიმართ ასეთი გაშმაგებაც არ მესმის, მომხდარზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებსაც აქვთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმაზე, რაც ბოლო დღეებში მოხდა,  პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებსაც აქვთ. 

ამასთან, ალეკო ელსაშვილისთვის ეკლესიის მიმართ გაშმაგება ამ შემთხვევაში გაუგებარია. 

"მოქალაქეების" ლიდერმა, პრაიდ კვირეულის შესახებ, "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ეკლესიის მიმართ ასეთი გაშმაგებაც არ მესმის, ბევრი რამ არ მომწონს ეკლესიაში, მაგალითად ფუფუნება მღვდელთმსახურებში, არ მომწონს სასულიერო პირების მიერ ძალადობისკენ მოწოდება, მაგრამ პრაიდის ორგანიზატორებსაც აქვთ მომხდარზე პასუხისმგებლობა. სხვებზე ხელის შეწმენდა არ გამოდის. მე ეს საჯაროდ ვთქვი და ლამის ჯვარს მაცვეს. 

მე მათ ვუთხარი - თუ თქვენი მიზანი არის, რომ ამ მარშით საზოგადოებაში თანაგრძნობა გამოიწვიოთ, მოდით ერთმანეთს პატივი ვცეთ-თქო. ნებისმიერი ქმედება შედეგზე გათვლილი უნდა იყოს. მაგრამ, თუმცა მათ თანაგრძნობა უნდოდათ და ეს ჰქონდათ მიზნად, პირიქით მოხდა და საშინელი სიძულვილის ტალღა განხორციელდა. მარშის გამართვა, ამას ვერ აგვარებს,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

 

 

დღის ამბები