28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ძალიან მძიმე რამ ვნახეთ იმ დღეს, შუასაუკუნეობრივი სიძულვილის ამოხეთქვა და პოლიციის უმწეობა - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში 5-6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ 5 ივლისს პოლიციის უმწეობის სანახაობა იყო. მისივე თქმით, ასეთ დროს შს მინისტრი უნდა გადამდგარიყო.

"ძალიან მძიმე რამ ვნახეთ ჩვენ იმ დღეს, შუასაუკუნებრივი სიძულვილის ამოხეთქვა და სიველურე, ასევე პოლიციის უმწეობა.

დღეს შს მინისტრმა უხერხული რამეები თქვა და უხერხულად იმართლა თავი. ნორმალურ ქვეყანაში შს მინისტრი გადადგებოდა. 

ის, რომ პოლიციას შეუძლია ძალადობის აღკვეთა, მეორე დღეს ვნახეთ, არანაკლები რაოდენობის ხალხი იყო და პოლიციის კორდონი ვერ გაანგრიეს, რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთა პოლიციამ,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები