28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
15 კილომეტრიანი ახალი გზა - გურჯაანს და კიდევ 6 სოფელს კახეთისკენ მიმავალი მანქანები აღარ შეაწუხებს

გურჯაანს და კიდევ 6 სოფელს დღეიდან თელავისკენ და კახეთის სხვა რაიონებისკენ მიმავალი მანქანების ნაკადი აღარ შეაწუხებს.

15 კილომეტრიანმა ახალმა გზამ, რომელიც მგზავრებისთვის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ძველი, მგზავრობის დროც შეამცირა.

დამატებით კახეთში მომდევნო წლების განმავლობაში თბილისი-საგარეჯოს 85 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ახალი გზის გახსნაზე იმყოფებოდა, რეგიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაანონსა, რისთვისაც 2 მილიარდი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

 

დღის ამბები