28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
საქართველო და არაბთა გაერთიანებული საემიროები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო და არაბთა გაერთიანებული საემიროები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ითანამშრომლებენ.

დოკუმენტი დღეს გაფორმდა. მემორანდუმი სტრატეგიული და ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შსს მინისტრთან,  შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეთანხმება ვიდეო კონფერენციაზე შედგა.

დღის ამბები