ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში, ეჭვმიტანილი 4 პირი ლიკვიდირებულია.
დაკავებულია კიდევ ორი პირი და გათავისუფლებულია მძევლად აყვანილი სამი სამართალდამცველი.
ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები დაქირავებული მკვლელები იყვნენ სხვა ქვეყნიდან, რომლებმაც თავი ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და 15 დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ჰაიტის პრეზიდენტი ჟონველ მოიზი გუშინ მოკლეს.