28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
20 გარდაცვლილი და 1043 ინფიცირებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 373 728  გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 841 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 357 090-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 415 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14 057 , PCR ტესტით 17 172.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,34%, ბოლო 14 დღის - 3,27%, ბოლო 7 დღის - 3,72%.

სულ აცრილია - 283 631, დღიურად აცრილია - 5 702.

დღის ამბები