28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, თბილისის მერიის ინფორმაციით, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

დღის ამბები