28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ლგბტ პრაიდი მსოფლიოში - ჰომოფობიური განწყობები სხვა სახელმწიფოებშიც იგრძნობოდა, ავსტრალიაში კი წელს პრაიდის ღონისძიებას სამართალდამცველები შეუერთდნენ

რა ხდებოდა პრაიდის ღონისძიებებზე მსოფლიოს სხვადასხვა ყვეყანაში. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ არის, მსოფლიოს ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ლგბტ პირთა უფლებების და თავისუფლების დასაცავად რთული გზა განვლეს, რამდენიმე მათგანი კი ახლაც გადის.

ჰომოფობიური განწყობები იგრძნობოდა საქართველოს მეზობელ თურქეთში, სადაც პრაიდის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით დაშალეს.

ხმაურით ჩიარა ასევე ცერემონიამ ხორვატიის დედაქალაქში, განსხვავებით საფრანგეთისგან, სადაც ქვიარ თემის ღონისძიებაზე ინციდენტები არ ყოფილა.

პარიზის პრაიდი წელს ძირითადად პოლიტიკური გზავნილებით იყო დატვირთული.

პოლიციას არ დაპირისპირებიან ავსტრალიაში. წელს პრაიდის ღონისძიებას ქუჩებში ათობით სამართალდამცველი შეუერთდა. 

ყველაფერი კი 1970 წელს, შეერთებულ შტატებში დაიწყო. ნიუ-იორკი იყო ის ადგილი, სადაც ლგბტ-ქიუ პრაიდმა სათავე აიღო. პირველივე მარშმა მაშინ ორგანიზატორების გასაკვირად ათასობით ადამიანი მიიზიდა. თუმცა მანამდე გეი ბარები არაერთხელ გამხდარა პოლიციელების დარბევის სამიზნე. ყველას ახსოვს სისხლიანი კონფლიქტების სერია ნიუ-იორკის პოლიციას, გეი და ტრანსგენდერ ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წელს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი შეერთებულ შტატებში ლგბტ მოძრაობების გააქტიურებას. 

დღის ამბები