28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას საფანტის იარაღით აქვს მიყენებული. 

დაჭრილი ​ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. მამაკაცს საფანტი სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მოხვედრილი და ამ ეტაპზე მისი ამოღება მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი და ვინ არის სავარაუდო დამნაშავე.

დღის ამბები