28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა ჭორია - პარლამენტი დღეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენდა

სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა ჭორია - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტში უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა გააკეთა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ფიქრობს, რომ სასამართლოს რეპუტაციის დაზიანებას მედიის, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცდილობს. ამ პოზიციის მიუხედავად, ლევან თევზაძეს ყველაზე ხშირად კითხვას სწორედ ამ საკითხზე უსვამდნენ. 

ლევან თევზაძე თემიდას რიგით მეოთხე წარმომადგენელი იყო, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მოსმენა იყო შედარებით კრიტიკული, ვიდრე წინა შემთხვევებში. ამის მიზეზი ლევან თევზაძის ნათესაური კავშირების და 2012 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილების შესახებ ინტერესი იყო.

ნაკლებად კრიტიკულები იყვნენ დეპუტატები ეკა ზარნაძის მიმართ, რომელიც დღეს აცხადებდა, რომ საზოგაოდებრივი ნდობის გაზრდა სასამართლოში დღეს მთავარი გამოწვევაა. უნდა შეჩერებულიყო თუ არა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი? - სამართლებრივის გარდა, კანდიდატს პოლიტიკურ კითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში ხვალაც გრძელდება. კვირის ბოლომდე დეპუტატებმა დარჩენილ 5 მოსამართლეს უნდა მოუსმინონ.

დღის ამბები