28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
53 ნაცემი ჟურნალისტი და 7 დაკავებული მოძალადე - შსს-ს განცხადებით, ვიდეომასალას შიფრავს და დამნაშავეების იდენტიფიცირებას განაგრძობს

5 ივნისს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი სცემეს, მაგრამ ამ დრომდე დაკავებულია მხოლოდ 7 მოძალადე.

ძალოვანი უწყება ირწმუნება, რომ მედიის მიერ მიწოდებულ ვიდეომასალას შიფრავს და დამნაშავეების იდენტიფიცირებას განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ერთი საინტერესო დეტალიც გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ აქციის მონაწილეთა და მედიის დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად მხოლოდ 1 და 3 ივლისს გამართულ ღონისძიებებზე აიღო, 5 ივლისთან დაკავშირებით კი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მასშტაბიდან გამომდინარე, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას სრულად ვერ შეძლებდა.

ძალოვან უწყებაში თქვეს ისიც, რომ 5 ივლისს დედაქალაქში 3200 პოლიციელი და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. დაზარალებული მედიის წარმომადგენლები ამ წუთებშიც გამოკითხვაზე იმყოფებიან, პარალელურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესები.

დღის ამბები