28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს - რა პასუხები აქვს დეპუტატების კითხვებზე ლევან თევზაძეს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. ეკა ზარნაძის შემდეგ, ამჯერად დეპუტატების შეკითხვებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან თევზაძე პასუხობს. სხდომას ისევ არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი.

"მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის კითხვაზე, არსებობს თუ არ გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემაში, ლევან თევზაძის პასუხი იყო, რომ ეს არის ჭორი და მასზე არც 2012 წლამდე მოუხდენია ვინმეს გავლენა და ზეწოლა.

ფრიდონ ინჯიას კითხვა შეეხებოდა ლევან თევზაძის შსს-ში მუშაობის პერიოდს 2004-2008 წლებში. დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ის დარღვევები, რომელთა ფაქტებიც 2012 წელს დაიდო.

"რომ ვნახე და რომ ვნახულობდი მაგაზე ვახდენდი პირადად მე რეაგირებას. ძალიან ბევრი პოლიციელი მივეცით პასუხისგებაში, როგორც თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ასევე ქრთამის აღების კუთხით, გავათავისუფლეთ სამსახურიდან და ასე შემდეგ," - განაცხადა ლევან თევზაძემ.

"ქართული ოცნების" წევრის ალუდა ღუდუშაურის შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს ზეწოლის შემთხვევაში ლევან თევზაძემ განაცხადა, რომ ის ჩარევის ხარისხის შესაბამისად, გამოვა და ზეწოლის შესახებ საჯაროდ ისაუბრებს.

დღის ამბები