28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"რა შობს შუბლზე ასეთ ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი" - გია ვოლსკის თქმით, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებებს პასუხობს და აღნიშნა, რომ გახარიას განცხადებები მიუღებელია.

ვოლსკის შეფასებით, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა.

ძალადობა რომ ძალადობას შობს, ამას დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს შუბლზე ასეთ ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი.

ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც. მას შემდეგ არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა. ის, რაც მისი განცხადების შინაარსში დევს, არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი," - აღნიშნა ვოლსკიმ.

დღის ამბები