28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
არაკომპეტენტურობის პიკი - გიორგი გახარია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და არაკომპეტენტურობის პიკად შეაფასა.

"მმართველმა ძალამ და ხელმძღვანელებმა გვითხრეს: "ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო?"

ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ჩვენ ვიცოდით წინასწარ ასე რომ იქნებოდაო. გაგაფრთხილეთ და ამის იქით, თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო - არაკომპეტენტურობის პიკი.

ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო, სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე თურმე სხვები არიან პასუხისმგებლები - ეს უკვე უსუსურობაა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები