სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის განხილვის მთავარი თემა რუსულ-სომხური ურთიერთობები იქნება.
გარდა ამისა, მხარეები მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ასევე, რეგიონში ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე ისაუბრებენ.