კუბის შემდეგ ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი "ელზა" ფლორიდას უახლოვდება.
შტატის სანაპიროსთან ძლიერი ქარი და ამინდის გაუარესება შეინიშნება. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ქარის სიჩქარემ 85 კმ.სთ-ს გადააჭარბოს და ამიტომ, მოსახლეობას სანაპიროზე ყოფნისგან თავის არიდებას ურჩევენ.
ქარიშხალმა მანამდე კარიბის ზღვის აუზს გადაუარა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.
კუბაზე კი, სადაც ქარიშხალმა ღვარცოფები და ძლიერი წვიმები გამოიწვია 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.