28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
მრგვალ ბაღთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა

გუშინდელ აქციაზე ჟურნალისტების დარბევის ფაქტებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. 

ერთ-ერთი პირი, რომელიც გუშინ მრგვალ ბაღთან დააკავეს პაატა გურჩიანია, გურჩიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.  

მუხლი ითვალისწინებს 2 კვირით თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გაფრთხილებას, თუმცა მოსამართლემ მას 3 დღით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებული სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ არ არის დამნაშავე და არაფერი ჩაუდენია. 

სოსო გერლიანი და პაატა ნაკაშიძე - ესენი არიან შემდეგი დაკავებულები, მათი სასამართლო პროცესი კი ახლა მიმდინარეობს.

უახლოეს საათებში მოსამართლე განაჩენს გამოიტანს, სულ 8 პირია დაკავებული. 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულზე არიან დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. 

ერთ-ერთი ამ სამიდან ის პირია, რომელიც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს მოპედით განზრახ დაეჯახა.

დღის ამბები