28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება - დოკუმენტს ხელი 91-მა დეპუტატმა მოაწერა

საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება - დოკუმენტს ხელი 91-მა დეპუტატმა მოაწერა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრებმაც.

რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრის წინ საკომიტეტო მოსმენები და ერთ თვიანი საყოველთაო განხილვა შედგება. მის საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 ხმა დასჭირდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევისთვის კვალიფიციურ უმრავლესობას ითვალისწინებს.

დღის ამბები