28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველთათვის ვადა დღეს საღამოს იწურება

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველთათვის ვადა დღეს საღამოს იწურება. ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 3 განაცხადია შესული, აქედან 2-ს ცესკოს წევრობა, ერთს კი თამარ ჟვანიას ვაკანტური პოსტის დაკავება სურს. არც ერთი მათგანის სახელი და გვარი ცნობილი არ არის.

მომდევნო 2 დღის განმავლობაში სპეციალურმა კომისიამ პრეზიდენტისთვის წარსადგენ 3 ვაკანტურ თანამდებობაზე მინიმუმ 6 პირი უნდა შეარჩიოს. მოგვიანებით კი პრეზიდენტის წარდგინებით პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. დეპუტატებს ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად 3 ცდა აქვთ.

დღის ამბები