28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
"გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს" - Tbilisi Pride

Tbilisi Pride დღეს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს და ოპერატორებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს. 

"დღეს, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა პრაიდის კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება ”თბილისის პრაიდის” დირექტორი გიორგი თაბაგარი მედიის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის. 

"ჩვენთან ერთად იყავით ამ ბრძოლაში და თქვენ იყავით წინა ფრონტზე. ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის!" – თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მედიას მაღალი სტანდარტით მუშაობისთვის მადლობას უხდის.

"არასოდეს უმუშავია მედიას ასე კარგად, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ისეთი სტანდარტით გააშუქეს პრაიდთან დაკავშირებული ამბები, რომ მართლა ძალიან მადლიერი ვარ. თქვენზე დიდი წილი მოდის ამ ქვეყანაში აზროვნების ცვლილების გარდაუვალ პროცესში" – წერს თაბაგარი Facebook-ზე.

დღის ამბები