28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ორი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში დაიმალა და სიცხისგან გაიგუდა - ტრაგედია როსტოვში

როსტოვთან ახლოს ტრაგედია მოხდა- 2 ბავშვი მანქანაში სიცხისგან გაიგუდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლთან ახლოს დამალობანას 3 მცირეწლოვანი ბავშვი თამაშობდა. ორი გოგონა, 1.8 და 3 წლის, მანქანაში დაიმალა, 7 წლის ბიჭი კი დებს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ გოგონების პოვნას ვერ შეძლებდა, სახლში შევიდა. 

შვილების ძებნა, ამის შემდეგ, დედამ განაგრძო, თუმცა ვერ მიაგნო და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა გოგონები მანქანაში, სიცხისგან გარდაცვლილები იპოვეს. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები