28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"კონცეპტ არტი" - მუსიკალური ფესტივალი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა

მუსიკალური ფესტივალი, რომელიც თბილისში სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაიხსნა -  "კონცეპტ არტმა" სტარტი გია ყანჩელის სახელობის არტოს ბაღში აიღო. ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრის არტისტებს და მათ პროექტებს გააერთიანებს.

დღევანდელ კონცერტში მონაწილეობას იღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი, თეა დარჩია და სხვა ხელოვანები.

"კონცეპტ არტი" არის მოძრავი ფესტივალი, რომლის ერთი გაჩერება, შეიძლება, შემთხვევით, თქვენი ეზოც აღმოჩნდეს.

 

ავტორი: მარიამ ჯანელიძე
 

დღის ამბები