ამერიკის 200-ზე მეტ კომპანიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. სამთავრობო უწყებები ამ დრომდე არკვევენ, თუ ვინ იყო შეტევის ავტორი.
ექსპერტების ვერსიით, ჰაკერები რუსეთიდან მოქმედებდნენ. შეფერხდა მომსახურება სხვადასხვა სფეროში - მათ შორის, მსოფლიოს მასშტაბით, ათასზე მეტ ორგანიზაციაში.
მომხდართან დაკავშირებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს უფრო ვრცელი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
აქამდე კი ჯო ბაიდენმა უკვე აღნიშნა, რომ ეჭვების დადასტურების შემთხვევაში, კრემლს პასუხს გასცემს.