28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ჰომოფობიურმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისის შენობა ქვებით დააზიანეს და მინები ჩაამსხვრიეს

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან ხმაურია - სადაც, ცოტა ხნის წინ, რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა "სირცხვილიას" ოფისის შენობას ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, რასაც ფასადის დაზიანება და მინების მსხვრევა მოჰყვა.

შეგახსენებთ, ჰომოფობიური ჯგუფები დღეს რუსთაველზე "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ საპატრიარქოს განცხადებისა და მოწოდების საფუძველზე გამოვიდნენ. მათ პარლამენტთან კარვები დაარბიეს, თავს დაესხნენ სა ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს.

​თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ მივლენ ყველგან სადაც "თბილისი პრაიდის" მომხრეთა ოფისები მდებარეობს.

დღის ამბები