28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან - დაშავებულია "რუსთავი 2"-ის ოპერატორი

რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა - "თბილისი" პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ "რუსთავი 2"-ის ოპერატორს.

ფიზიკური დაპირისპირებაა ადგილზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული. ჰომოფობიური ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორის. 

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა აგრესიულები არიან ჟურნალისტების და კამერების მიმართ, ყველა არხის მიმართ, გვეუბნებიან რომ დავტოვოთ ტერიტორია, დაშავებულია რამდენიმე ჟურნალისტი დამტვრეულია კამერა, გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რამდენჯერმე გაწყვიტეს პოლიციის ჯაჭვი.. განსაკუთრებული აგრესიაა სასულიერო პირების მხრიდან," -ნ აცხადებს ადგილზე მყოფი "კურიერის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა. 

დღის ამბები