28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილში აფეთქება მოხდა

კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება და სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარი აცხადებენ, რომ ავარია  საწარმოო ობიექტებზე არ მომხდარა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით კი აფეთქების მიზეზი ტალახის ვულკანის ამოფრქვევა გახდა.

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

დღის ამბები