28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
რადიკალურმა ჯგუფებმა რუსთაველის მეტროსთან "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ კარვები გაშალეს

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა" და პარტია "ქართული იდეის" წარმომადგენლებმა კარვები გაშალეს.

ისინი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში, ხვალ, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმებას ითხოვენ. 

რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან დარჩენას მთელი ღამის განმავლობასი გეგმავენ. ადგილზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილიც. 

რუსთაველის მეტროსთან მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთხ "თბილისი პრაიდის" კვირეული 1 ივლისს გაიხსნა და ხვალ ღირსების მარშით დასრულდება.

დღეს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პოლიციას მოუწოდა რომ  რომ შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ელჩი მიიჩნევს, რომ  ისინი, ვისაც სურს მარშს ხელი ძალადობითა და სიძულვილით შეუშალოს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ. 

დღის ამბები