28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ისინი, ვისაც სურს მარშს ხელი ძალადობითა და სიძულვილით შეუშალოს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისს დანიშნულ ღირსების მარშს ეხმაურება და აცხადებს, რომ შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ელჩი ფიქრობს, რომ საქართველოს პოლიცია რთულ დავალებას თავს გაართმევს.

"საქართველოს კონსტიტუცია იცავს მისი თითოეული მოქალაქის უფლებებს. მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისევე როგორც ამას აშშ-ის კონსტიტუცია იცავს.

მაშინც კი, როდესაც ეს არაპოპულარული ნაბიჯია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ეს ძალიან რთული დავალებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველოს პოლიცია ამას თავს კარგად გაართმევს და ხვალ მარშის მშვიდობიანად ჩატარდება,"-აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩი აცხადებს, რომ  ისინი, ვისაც სურს მარშს ხელი ძალადობითა და სიძულვილით შეუშალოს, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ.

დღის ამბები