აზერბაიჯანმა სომხეთის კიდევ 15 სამხედრო გაათავისუფლა. ისინი უკვე ერევანში იმყოფებიან. გათავისუფლებული სამხედროების სანაცვლოდ, ოფიციალურმა ერევანმა აზერბაიჯანულ მხარეს 2 დანაღმული რაიონის რუკა გადასცა.
ოფიციალური ბაქოს ცნობით, განაღმვითი სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება. გაცვლა მხარეებმა რუსეთის შუამდგომლობით განახორციელეს.