28 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
"შემოვარდა ტაძარში ნაჯახით, დაარბია ყველაფერი, სავარაუდოდ, შეურაცხადი იყო" - ოზურგეთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი

ოზურგეთის საკათედრო ტაძარის დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი "კურიერთან" ტაძრის დარბევის ეპიზოდს იხსენებს. დეკანოზი ვარაუდობს, რომ 50 წლამდე მამაკაცს, ვინც საკათედრო ტაძარში ნაჯახით შეიჭრა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"შემოვარდა ტაძარში, ხელში ნაჯახი ეჭირა და დაარბია ტაძარი - ხატები, შანდლები, ეპისკოპოსის მაღალი დასაჯდომელი, ხმამაღლა ყვიროდა, სავარაუდოდ, შეურაცხადი იყო. რაც მოასწრო, დაარბია ყველაფერი ნაჯახით. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამოიძახა პოლიცია და შემდეგ, როგორც ვიცი, დააკავეს,"- აცხადებს დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 50 წლამდე ნაჯახით შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯერ ოზურგეთის საკათედრო ტაძარი დაარბია, ხოლო შემდეგ ნაჯახი პოლიციის მანქანას ჩაარტყა. ამ დროისთვის, მამაკაცი უკვე დაკავებულია. 

დღის ამბები