28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ჩაივლის თუ არა "ღირსების მარში" დაპირისპირების გარეშე- სასულიერო პირები ძალადობას გმობენ, თუმცა ნაწილი მარშის წინააღმდეგ გამოსვლის აუცილებლობაზე საუბრობს

ღირსების მარშის გამართვამდე 1 დღით ადრე საპატრიარქოს სასულიერო პირები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა განცხადებას აკეთებენ. საუბრობენ როგორც პრაიდის კვირეულის ჩაშლაზე, ასევე გამოხატვის თავისუფლებაზე.

მღვდლები ემიჯნებიან ძალადობას, მაგრამ "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსვლის აუცილებლობაზე ტაძრებიდან საუბრობენ. დღეს ამბიონიდან ეს განცხადება არაერთ ეპარქიაში გაკეთდა.

მღვდლების მსგავსად, საპატრიარქოს პოზიციას იზიარებს სინოდის წევრთა ნაწილი. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია მღვდელმთავრების ნაწილისთვის, რომლებიც დღეს არც ამბიონიდან მალავდნენ, რომ ძალადობა მიუღებელია. 

როგორც "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები აცხადებენ, არ შეიძლება საპატრიარქო მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდეს. მათი თქმით, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ჯგუფის შეკრება რუსთაველის გამზირზე დაპირისპირების გარეშე ჩაივლის და "თბილისი პრაიდის " მონაწილეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს. 

საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა "თანასწორობის მოძრაობაც". ორგანიზაციაში აცხადებენ რომ საპატრიარქოს განცხადება საფრთხეს შეიცავს, რადგან არსებობს ირიბი მოწოდება, სოლიდარობის მარშში მონაწილეთა წინააღმდეგ მოხდეს მობილიზება. თავის მხრივ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაანონსებული შეკრება მშვიდობიანი იქნება.

დღის ამბები